20 ივნისი

ქემოკლიძე 20 ივნისზე: საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციაზე რამდენმა დაკარგა თვალი იცით?

ყვითელი ჟილეტების აქციის შესახებ საფრანგეთში გსმენიათ რამე? რამდენმა ადამიანმა დაკარგა თვალი იცით?

მეთანხმებით თუ არა, რომ საფრანგეთი ჩვენზე ბევრად უფრო ინსტიტუციურად შემდგარი, ბევრად უფრო დემოკრატიულად ძლიერი სახელმწიფოა. რამდენმა დაკარგა იცით თვალი? 

საფრანგეთში ყვითელჟილეტიანების აქციის დროს, სამწუხაროდ, 24-მა ადამიანმა დაკარგა თვალი, მაშინ, როდესაც ფრანგული პოლიცია ითვლება ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ, ძლიერ ინსტიტუციად. მათ შორის, დაზიანდა ასეულობით ადამიანი და 100-ზე მეტი ჟურნალისტი

ასე უპასუხა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, კახა ქემოკლიძემ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების შესახებ მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვას. 

კომენტარები