კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 832 შემთხვევა, დღიური დადებითობა -2.65 %ია

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 17 პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 832  შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 624 ადამიანი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია -2.65 %ია.ბოლო 14 დღის მანძილზე - 3%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 2.98%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 832 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 457 შემთხვევა, აჭარა – 66, იმერეთი – 67, ქვემო ქართლი – 65, შიდა ქართლი – 28, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 70, კახეთი – 35, მცხეთა-მთიანეთი – 13, სამცხე-ჯავახეთი – 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 624 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 332 304-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 893 პირი ემსხვერპლა. 

კომენტარები