ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონი

დეკანოიძე: გამოძიების ობიექტები სპირიდონი და დირექტორი უნდა იყვნენ, ლიცენზიას რას უმოწმებენ

მთავრობამ იფიქრა, როგორ მოიქცეს და ნინოწმინდის ბავშვთა სახლს ლიცენზიას უმოწმებს.

ლიცენზიას რას უმოწმებენ, როცა ამ დაწესებულების განმკარგავი სპირიდონი და დირექტორი გამოძიების ობიექტებს უნდა წარმოადგენდნენ.

ბავშვები უნდა გადაიყვანონ უსაფრთხო გარემოში, ლიცენზიის შემოწმება არის დაცინვა.

ლიცენზია ამ ტიპის დაწესებულებაზე საერთოდ უკანონოა

დაწერა ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეკანოიძემ სოციალურ ქსელში .

2 ივნისს  ნინო ლომჯარიამ თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით გამოძიება სავარაუდო გაუპატიურებაზეც არის დაწყებული. 3 ივნისს, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა და  შსს-ს შესაბამის სამსახურს მიმართა, ბავშვთა სახლთან დაკავშირებული საქმეები გაესაჯაროებინა. 

მოგვიანებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ნინოწმინდის პანსიონის საქმეში დანაშაულის დასადგენად საკმარისი მტკიცებულებები არ არის.

კომენტარები