ვაქცინაცია საქართველოში

ცერცვაძე: შემიძლია, გარანტია მოგცეთ – ივნისის ბოლოდან ვაქცინების მასობრივი შემოსვლა დაიწყება

პრაქტიკულად შეიძლება გარანტია მოგცეთ, რომ ივნისის ბოლოდან დაიწყება სხვადასხვა წარმოების ვაქცინების მასობრივი შემოსვლა. უკვე ლაპარაკია 500 000-ზე, მილიონებზე. შემოვა დიდი რაოდენობით SINOPHARM-ი, დიდი რაოდენობით SINOVAC-ი, შედარებით მცირე რაოდენობით ASTRAZENECA და დიდი რაოდენობით PFIZER-ი, რომელზეც ხალხს ასე სწყდება გული.

კიდევ ერთი ვაქცინა, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთესი, NOVAVAX, რომელიც ჯერ არ არის ბაზარზე. ჯერ მას არ მიუღია ავტორიზაცია, ავტორიზაციას მიიღებს ივნისის ბოლოს და პირველი კონტრაქტორი ამ NOVAVAX-ის არის საქართველო მილიონ დოზაზე, ასე რომ, დაწყებული ივნისის ბოლოდან, საქართველოში დღეში აიცრება არა 4-5 000, არამედ, 8-9 ათასი ადამიანი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები