გერმანია-რუსეთი

გერმანიამ რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღება შეწყვიტა

Deutsche Welle

გერმანია რუსული ავიაკომპანიების რეისების მიღებას წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ტრანსპორტის სამინისტრომ გაავრცელა.

სამინისტროს მიხედვით, გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც გერმანულ ავიაკომპანია ლუფთანზას რუსეთის მიმართულებით რეისების გაუქმება მოუწია, რადგან რუსეთისგან რეისების შესრულების ნებართვა დროულად არ მიიღო.

"ტრანსპორტის ფედერალური სამინისტრო და გერმანიის საელჩო არიან მჭიდრო კავშირში რუსეთის ავიაციის მარეგულირებელ სააგენტოებთან. როგორც კი რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო ლუფთანზას რეისებისთვის გასცემს ნებართვას, რუსეთის ავიახომალდებსაც ექნებათ ფრენის უფლება". – წერია გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროს განცხადებაში.

კომენტარები