კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ვაქცინაცია ყველაზე სუსტი ადგილია საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში

მე ყოველთვის ვცდილობ გულწრფელი ვიყო და არ გავურბივარ ნაკლოვანებების დაფიქსირებას და კრიტიკულ შენიშვნებს, ვაქცინაცია ეს არის ყველაზე სუსტი ადგილი საქართველოში კოვიდსაწინააღმდეგო ღონისძიებებში. ჯერჯერობით გვაქვს მხოლოდ  4-5% ვაქცინირებული, თუმცა ვერ დაგეთანხმებით, რომ ვაქცინაცია შეფერხებულია. რეგისტრაცია ჯერ კიდევ არის შესაძლებელი - დარჩენილია ასტრაზენეკას გარკვეული მარაგი და სინოვაკი. აღარ არის მარაგი სინოფარმის, რომელიც წინათ პოპულარული არ იყო და ეხლა უცებ ყველას მოუნდა. ეხლა ყველაზე დიდი მოთხოვნა სინოფარმზეა.

ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ რუსთავი 2-ის ეთერში ილაპარაკა

კომენტარები