ვაქცინაცია

გაბუნია ტიკარაძეზე: ასტრაზენეკას ვაქცინის მეორე დოზა 14 ივნისს უნდა მიეღო

მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, რჩება ბინაზე, თვითიზოლაციაში, და აგრძელებს დისტანციურად მუშაობას. ჩატარებული აქვს აცრა ასტრაზენეკას ვაქცინით, მეორე აცრის თარიღი განსაზღვრული იყო 14 ივნისისთვის, რაც არის 12-კვირიანი ინტერვალით დადგენილი პერიოდი, თუმცა, ამ მდგომარეობის გამო, ბუნებრივია, მისი მეორე აცრა გადაიხედება 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის კორონავირუსით ინფიცირებაზე. ტიკარაძემ ასტრაზენეკას ვაქცინის პირველი დოზა 23 მარტს მიიღო.

კომენტარები