ნინოწმინდის პანსიონი

ხოშტარია: ნინოწმინდის ამბავია საკმარისი, რომ განგაშის ზარი შემოვკრათ, არა ბუშტები ვაქნიოთ

მხოლოდ ნინოწმინდის პანსიონის ამბავია საკმარისი, რომ განგაშის ზარი შემოვკრათ და არა ბუშტები ვაქნიოთ დღეს.

გთავაზობთ ასევე მონაცემების ამონაკრებს. გაეროს ბავშვთა ფონდის მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევა:

2017 წელს უკიდურეს სიღარიბეში 50, 000 ბავშვი ცხოვრობს.

ღარიბ შინამეურნეობებში მცხოვრები ბავშვების რაოდენობა 31.6%-ია.

ყოველი მეხუთე ბავშვი ისეთ შინამეურნეობაში ცხოვრობს, რომლის წევრთა მინიმალური მოთხოვნილებებიც კი დაუკმაყოფილებელია.

სახალხო დამცველის 2020 წლის საპარლამენტო ანგარიში:

2020 წლის იანვრიდან დეკემბრამდე პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რიცხვი, სადაც ფიქსირდება 1 ბავშვი მაინც, 71 766-დან 87 527 ოჯახამდე გაიზარდა. ხოლო, 3 და მეტი ბავშვიანი ოჯახების რიცხვი 20.750-დან 25.782 ოჯახამდე. ამავე პერიოდში, იანვარში, აღნიშნულ პროგრამაში ჩართული იყო 152,353 არასრულწლოვანი, ხოლო წლის ბოლოს - 186,131 არასრულწლოვანი ბენეფიციარი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით საქართველოში 6-16 წლამდე 10 404 ბავშვი სკოლაში საერთოდ არ დადის და არც განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაშია მათ შესახებ მონაცემები

წერს დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სახალხო დამცველის წარმომადგენლებს მონიტორინგისთვის ამ დრომდე არ უშვებენ.

კომენტარები