საქართველოსთვის

გახარია 20 ივნისს დაზარალებულებზე: უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების ქმედების მსხვერპლი არიან

ეს ადამიანები არიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების უპასუხისმგებლო ქმედების მსხვერპლი, ისევე როგორც, ზოგ შემთხვევაში, შეიძლება ეს ყოფილიყო ცალკეული პოლიციელების მიერ გადაცდომის ან გადამეტების ნაწილი. 

ნუ ეძებთ ბნელ ოთახში შავ კატას, მითუმეტეს, იქ თუ არ არის. მარტივად გეტყვით, ეს ბრძანება არ ყოფილა, ეს ერთი, არანაირი უკანონო ბრძანება 20 ივნისის განმავლობაში არ გაცემულა, სხვა ყველაფერი, რაც ბრძანების და შესაბამისი განკარგულების ფარგლებში მოხდა 20 ივნისს ჩემი პასუხისმგებლობაა, გამიცია პასუხი და შემდგომშიც გავცემ, დაკითხვაზეც ვყოფილვარ, პასუხებიც გამიცია და გავცემ შემდგომშიც ნებისმიერ ფორმატში, მე არა მაქვს ამის არანაირი პრობლემა

ასე უპასუხა ყოფილმა პრემიერმინისტრმა პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე გიორგი გახარიამ მთავარი არხის ჟურნალისტის, თამარ ბაღაშვილის კითხვას 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით. 

კომენტარები