საქართველოსთვის

გახარია ივანიშვილზე: მე მას არც ვაქებ და არც ვაძაგებ​

მე ბიძინა ივანიშვილს, რომელიც პოლიტიკიდან წავიდა, ყოველ შემთხვევაში მან ასე განაცხადა, და რომელთან ერთადაც მე ვმუშაობდი ბოლო 7 წლის განმავლობაში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ყველა ის წარმატება და წარუმატებლობა, რაშიც მე მონაწილეობა მიმიღია, მათ შორის, ჩემი პასუხისმგებლობაა, მე მას არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხვალ, როდესაც ჩვენი ქვეყნის მომავალზე იქნება საუბარი, მე რაიმე კომპლექსი ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო. ასეთი არ იქნება და ამის იმედი არავის არ უნდა ჰქონდეს.

მე მესმის, აქ რამდენ ადამიანს უნდა ჭორაობების მოსმენა, მე ამას არ გავაკეთებ, იმიტომ, რომ ვთვლი, ეს არ არის სწორი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანმა თქვა, რომ მე რაც შევძელი გავაკეთე და აღარ ვარ ამ პროცესის მონაწილე 

თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ TV პირველის წამყვანის, დიანა ტრაპაიძის კითხვის პასუხად. ტრაპაიძემ მას ბიძინა ივანიშვილის დახასიათება სთხოვა და ჰკითხა, იყო თუ არა ის დამოუკიდებელი პრემიერი

კომენტარები