ეკონომიკა

თურნავა 44.8%-იან ზრდაზე: უახლოეს ისტორიაში მსგავსი ნახტომისებური ზრდა არ გვქონია

ეკონომიკური ბლოკის მინისტრებისთვის და მთლიანად მთავრობისთვის არის ძალიან სასიხარულო ის შედეგი, რაც დღეს გააჟღერა სტატისტიკის დეპარტამენტმა, არის ისტორიული, ნახტომისებური ზრდა დაფიქსირებული აპრილში, თითქმის 45%. რომ გამოვრიცხოთ პანდემიის ეფექტი და 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს შევადაროთ, თითქმის 21%. ერთი მაჩვენებელიც და მეორეც არის ისტორიული, უახლოეს ისტორიაში, წინა წლებში, მსგავსი, ანალოგიური, მაღალი, ნახტომისებური ეკონომიკური ზრდა არ დაფიქსირებულა. ეს არის ის, რაც ჩვენ დღეს ყველაზე მეტად გვჭირდება. არა უბრალოდ აღდგენა, გაჯანსაღება, ევოლუციური განვითარება, არამედ ნახტომი. აი, ამ ნახტომმა, რომელიც დაფიქსირდა და გაგრძელდება უახლოეს თვეებში, მოგვცა საშუალება, რომ გადახედილი წლიური პროგნოზი ეკონომიკურ ზრდის.

[...] მომავალ წელსაც, სულ მცირე, 6%-ზე მეტი იქნება ეკონომიკური ზრდა. ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება ითქვას, სწორედ პანდემიით მიღებული გამოწვევა და გაკვეთილი გამოვიყენეთ იმისთვის, რომ  განვავითარეთ, პრაქტიკულად, ეკონომიკის ყველა დარგი. ყველაზე მაღალი ზრდა დაფიქსირებულია მშენებლობაში - 110%, ვაჭრობა გაიზარდა 86%-ით, გადამამუშავებელი მრეწველობა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებელია - 57%-ით, საფინანსო სექტორი გაძლიერდა 51%-ით, ტრანსპორტი, დასაწყობება, ლოჯისტიკა - 39%-ით და ა.შ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აპრილის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.

კომენტარები