საქსტატი

გასულ აპრილში 16.6%-ით შემცირების ფონზე საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა

Reuters

საქსტატის წინასწარი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა აპრილში 44,8%-ით გაიზარდა, თუმცა ეს იმის ფონზე, რომ გასული წლის ამავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 16.6%-ით შემცირდა.

საქსტატის მონაცემებით, 2021 წლის პირველი 4 თვის ეკონომიკური ზრდა 8.1% იყო. 

"2021 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, სასტუმროები და რესტორნები, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში". –ვკითხულობთ დოკუმენტში.

კომენტარები