NFT

ჩარლიმ თითზე მიკბინა – ცნობილი ვიდეო NFT აუქციონზე $761 ათასად გაიყიდა

2007 წლეს გადაღებული ვიდეო სახელწოდებით "ჩარლიმ თითზე მიკბინა" ციფრულ აუქციონზე NFT-ის სახით 761 000 დოლარად გაიყიდა

ჰარი და ჩარლი დევისების ვიდეოს YouTube-ზე თითქმის მილიარდი ნახვა აქვს, ციფრულ აუქციონში გამარჯვებული კი მხოლოდ ამ ვიდეოს ფლობის სერტიფიკატს იღებს.

უნიკალური ტოკენი ანუ NFT (Non-fungible token) ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კრიპტოსისტემაა, რომელიც ციფრული პროდუქტებისა და აქტივების ფლობის ექსკლუზიური უფლების გაყიდვის საშუალებას იძლევა.

NFT კონტრაქტში იწერება ინფორმაცია გამყიდველის, მყიდველის, ობიექტისა და შეთანხმებული ფასის შესახებ. ამ მეთოდით შესაძლებელია სურათის, მუსიკის, ვიდეოს, ისტორიული მომენტისა თუ ტვიტის ფლობის ექსკლუზიური უფლების გაყიდვაც კი. 

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოს მფლობელი აუქციონში გამარჯვებული პირი გახდა, ამ ვიდეოს ინტერნეტში გავრცელება კვლავაც უპრობლემოდაა შესაძლებელი. აუქციონში გამარჯვებული მხოლოდ ორიგინალური YouTube ვიდეოს ფლობის ექსკლუზიურ უფლებას იღებს. 

NFT მარკეტის პოპულარობა 2018 წლიდან იზრდება და, ექსპერტების აზრით, ეს აუქციონების ახალი, ციფრული ვერსიაა, რომელიც არტისტებსა და მომხმარებლებს ჯერ არნახულ შესაძლებლობებს აძლევს.  
 


პირველად ისტორიაში, 69.3 მილიონ დოლარად კრისტის აუქციონზე NFT-ის სახით გაიყიდა სრულად ციფრული ხელოვნების ნიმუში, რომელიც ცნობილ ციფრულ არტისტსა და გრაფიკულ დიზაინერს Beeple-ს ეკუთვნის. 

კომპანია Twitter-ის თანადამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის, პირველი ტვიტი კი ციფრულ აუქციონზე  2.9 მილიონ დოლარად გაიყიდა

ცეცხლმოკიდებული სახლისა და მოღიმარი გოგონას ცნობილი სურათი კი ციფრულ აუქციონზე 430 000 დოლარად გაიყიდა

კომენტარები