NFT

ბენქსის ცნობილი სურათი სოტბის აუქციონზე კრიპტოვალუტაში გაიყიდება

ცნობილი ინგლისელი გრაფიკოსის, ბენქსის სურათი სახელწოდებით "სიყვარული ჰაერშია" სოთბისის აუქციონზე კრიპტოვალუტაში გაიყიდება, ანუ აუქციონზე გამარჯვებული პირი სურათის შესაძენად თანხას ბიტკოინით ან ეთერიუმით გადაიხდის. 

აუქციონი 12 მაისს გაიმართება, სურათი კი 3-დან 5-მილიონ დოლარამდეა შეფასებული. ექსპერტების ვარაუდით, სურათი საწყის ფასზე გაცილებით ძვირად გაიყიდება. 

გარდა ფიზიკური სურათისა, აუქციონში გამარჯვებული პირი "სიყვარული ჰაერშია"-ს NFT ვერსიასაც მიიღებს, ანუ უნიკალურ ტოკენს, რომელიც კრიპტოტექნოლოგიით იქნება დამოწმებული. 

სურათის ახალი მფლობელის ვინაობა, საბოლოო ფასი და სხვა პირობები ციფრულ კონტრაქტში ჩაიწერება და ბლოკჩეინში სისტემაში აიტვირთება, საიდანაც მისი წაშლა ან გაყალბება შეუძლებელია. 

სოთბისის წარმომადგენლების განმარტებით, ციფრული ხელოვნების, კრიპტოვალუტისა და NFT-ის პოპულარობის ზრდა კოლექციონერების დაინტერესებასაც იწვევს და სწორედ ამიტომ თითქმის 300-წლიანი ისტორიის მქონე დაწესებულება მომხმარებლებს უახლესი ტექნოლოგიის გამოყენების საშუალებას აძლევს. 

სოთბისის მსგავსად, ციფრულ ტექნოლოგიებს მხარს უჭერს კრისტის აუქციონიც. მსოფლიოში ყველაზე ძვირად ღირებული NFT სურათი კი ცნობილ გრაფიკულ დიზაინერს, Beeple-ს ეკუთვნის, რომლის კოლაჟი კრისტის აუქციონზე რეკორდულ 69.3 მილიონ დოლარად გაიყიდა

კომენტარები