გიორგი გახარიას პარტიის პრეზენტაცია

პაპუაშვილი გახარიას პარტიის პრეზენტაციაზე: ყველაზე უინტერესო პარტიის დაფუძნებაა

ალბათ არ შევცდები, თუ დღევანდელ პრეზენტაციას შევაფასებ, როგორც ყველაზე უინტერესო პარტიის დაფუძნებას, სამწუხაროდ. 

18 თებერვალი, როდესაც გიორგი გახარია გადადგა, ჩემთვის იყო განხიბლვა, დღეს იყო იმედგაცრუება. ვნახეთ აბსოლუტურად უშინაარსო, ცარიელი სიტყვები. ქართული ოცნების მიმართ ვნახეთ შეფასებები, რომელთა მოსმენაც სამწუხაროა ადამიანისგან, რომელიც წლების განმავლობაში ქართული ოცნების ეგიდით იყო სხვადასხვა თანამდებობაზე. როდესაც საუბრობს, რომ ქართულმა ოცნებამ პარტიული ინტერესები დააყენა საქართველოზე მაღლა. ის, სავარაუდოდ, გულისხმობდა ნიკა მელიას დაკავების საკითხს და ასეთი შეფასება განსაკუთრებით იმედგამაცრუებელია. 90 მოწმე ჰყავს უმრავლესობის მხრიდან, რომელსაც ის პირადად არწმუნებდა, რომ იმუნიტეტი უნდა მოგვეხსნა ნიკა მელიასთვის. ახლა საუბარი იმაზე, რომ თითქოსდა ნიკა მელიას დაპატიმრება იყო სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, ადამიანი, რომელიც ჩვენ ყველას გვარწმუნებდა, რომ უნდა მოგვეხსნა მისთვის იმუნიტეტი, ეს, უბრალოდ, ცინიზმია.

მე ვფიქრობ, რომ მინიმალური მხარდაჭერა ექნება

ამბობს ქართული ოცნების წევრი, შალვა პაპუაშვილი იმედთან ინტერვიუში გიორგი გახარიას პარტიაზე - საქართველოსთვის. პარტიის პრეზენტაცია დღეს, 29 მაისს გაიმართა

კომენტარები