ეკონომიკა

საქართველოში 794 ათასი ადამიანი სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით იმყოფება  

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ცხოვრების დონის ანგარიშის მიხედვით, 2020 წლის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობის 21.3% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით იმყოფება. 

საქართველოს მოსახლეობა 3.72 მილიონია, შესაბამისად, მისი 21.3% თითქმის 794 000 ადამიანია. 

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სიღარიბის მაჩვენებელი 19.5% იყო, თუმცა გასულ წელს 1.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ანუ დამატებით თითქმის 70 000 ადამიანი აღმოჩნდა სიღარიბის ზღვარს მიღმა. 

ანგარიშის მიხედვით, სოფლებში გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე ქალაქებში, კერძოდ, 2020 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა სოფლის მოსახლეობის 27.5% იმყოფებოდა, ქალაქის მოსახლეობისა კი – 17.1%. 

ტერმინი "აბსოლუტური სიღარიბე" გულისხმობს, რომ ადამიანს აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე ხელი არ მიუწვდება. 

კომენტარები