კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: საქართველოში 5 პირს დაუდასტურდა ინდური შტამი, აქედან 2 საქართველოს მოქალაქეა

დღეს დადასტურდა 5 პიროვნებაში, როგორც პისიარ ტესტით, ისე შემდგომ გენომის სეკვენირებით, ინდური  შტამის არსებობა. ამ 5 ადამიანიდან 2 საქართველოს მოქალაქეა. ხუთივეს შუა აღმოსავლეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. ისინი საქართველოში მაისის შუა რიცხვებში შემოვიდნენ. ხუთივე ადამიანის კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აქედან სამმა უკვე დატოვა ტერიტორია

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე.

კომენტარები