დიდი ბრიტანეთი - ჩინეთი

დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი იმპორტიორის როლში გერმანია ჩინეთმა ჩაანაცვლა

პირველად უახლეს ისტორიაში, დიდი ბრიტანეთის უმსხვილესი იმპორტიორის როლი ჩინეთმა მოირგო

დიდ ბრიტანეთში კომუნისტური რეჟიმიდან შესული იმპორტი, 2018 წლიდან მოყოლებული, 66%-ით გაიზარდა და 2021 წლის პირველ კვარტალში $24 მილიარდი დოლარი შეადგინა. ჩინეთმა ბრიტანეთის მთავარი იმპორტიორის როლში გერმანია ჩაანაცვლა, საიდანაც UK-ში, ანალოგიურ პერიოდში, $17.71 მილიარდის იმპორტი შევიდა. 

ცვლილება, უმეტეს წილად, ბრექსიტითა და შესაბამისად, გართულებული ეკონომიკური აქტივობითაა გამოწვეული. თუმცა, ჩინური ექსპორტის ზრდა პანდემიასთან ასოცირებული მსოფლიო მოთხოვნის ზრდითაც იხსნება. 

დიდი ბრიტანეთის სტატისტიკის სამსახურის მიხედვით, გერმანიიდან შესული იმპორტული საქონლის რაოდენობა 2019 წლიდან ეცემა, რაც ბრექსიტთან არსებული გაუგებრობის შედეგია. ნიშანდობლივია, რომ 1997 წლიდან მოყოლებული, დიდი ბრიტანეთის მთავარი იმპორტიორი მუდმივად გერმანია იყო, თუ ორიოდე მცირევადიან პერიოდს არ ჩავთვლით. 

კომენტარები