დიდი ბრიტანეთი - ჩინეთი

სუნაკი შეშფოთებულია ბრიტანულ საპარლამენტო დემოკრატიაში ჩინეთის შესაძლო ინტერვენციის გამო

რიში სუნაკი

ინდოეთში მიმდინარე G20-ის სამიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა, რიში სუნაკმა თქვა, რომ ის შეშფოთებულია ბრიტანეთის დემოკრატიულ პროცესებში ჩინეთის შესაძლო ჩარევის გამო. გასულ კვირაში დიდი ბრიტანეთის უსაფრთხოების სამსახურმა ორი ჯაშუში დააკავა, რომელიც ჩინეთის სასარგებლოდ ბრიტანულ სახელმწიფო უწყებებში ჯაშუშობდნენ. 

The Sunday Times-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული, რომელსაც ჯაშუშობა ედება ბრალად, ბრიტანეთის პარლამენტში მკვლევრად მუშაობდა. 

რიში სუნაკმა თქვა, რომ მიმდინარე გამოძიების გამო მას არ შეუძლია ვრცლად ისაუბროს ჯაშუშების საქმეზე. 

ჩინეთის პრემიერმინისტმა, ლი ციანგმა თქვა, რომ დიდი ბრიანეთის საპარლამენტო დემოკრატიაში ჩარევა ყოვლად მიუღებელია. 

კომენტარები