დამოუკიდებლობის დღე

ვაშაძე: თავისუფლებისთვის ბრძოლა, რომელიც დაიწყეს კოსტავამ და გამსახურდიამ, კიდევ გრძელდება

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და გილოცავთ მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმიდან, რომლის დაბადების დღეც არის დღეს და ვფიქრობ, რომ სწორედ იმ იდეალებზე, იმ ეროვნულ სულისკვეთებაზეა დაფუძნებული, თუნდაც, "სტრატეგია აღმაშენებელი", ჩვენი პოლიტიკური გუნდი. და მე მინდა, საქართველო იყოს ძლიერი, გაბრწყინებული, ყველანი ვიყოთ იმ ღირსეული ქვეყნის ღირსეული შვილები, რომელიც თავის სიტყვას იტყვის მსოფლიო, გლობალურ სამყაროში. მე მჯერა ძლიერი ქვეყნის, ძლიერი ადამიანებით, ძლიერი ოჯახებით და ერთად როცა ვიქნებით, ამას აუცილებლად მივაღწევთ. 
 

თავისუფლებისთვის ის დიდი ბრძოლა, რომელიც დაიწყო მერაბ კოსტავამ, ზვიად გამსახურდიამ, ამ თაობის ეროვნული მოძრაობის ადამიანებმა, ჯერ კიდევ არ არის დასრულებული. ჩვენ დამოუკიდებლები ვართ, მაგრამ საბოლოო თავისუფლებამდე კიდევ ბევრი რამ გვაკლია და ეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ და დღეს, სწორედ ამიტომ, ჩემს შვილებთან ერთად მოვედი იმიტომ, რომ მინდა ისინიც თანამოზიარე იყვნენ იმ იდეალების, რითაც საფუძველი ჩაეყარა ჩვენს დამოუკიდებლობას 

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ საქართველოს დამოუკიდებლობის დღის შესახებ ისაუბრა.

კომენტარები