2021 წელს გარდაცვლილები

კიბორჩხალა სებასტიენის გამხმოვანებელი მსახიობი სემუელ ი რაითი გარდაიცვალა

Deadline

74 წლის ასაკში თეატრისა და კინოს მსახიობი სემუელ ი რაითი პროსტატის კიბოსთან სამწლიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. 

მსახიობს მაყურებელი დისნეის ანიმაციაში Little Mermaid კიბორჩხალა სებასტიენის როლით იცნობს, მულტფილმის ყველაზე ცნობილ სიმღერას Under The Sea სწორედ რაითი ასრულებს.

რაითის კარიერა 70-იან წლებში დაიწყო. 1971 წელს ერთ-ერთი როლი ითამაშა ბროდვეის ცნობილ მიუზიკლში Jesus Christ Superstar. შესრულებული აქვს დიზი ჯილესპის როლი კლინტ ისტვუდის ფილმში Bird. 90-იან წლებში Lion King-ის ბროდვეის ვერსიაში ასრულებდა მთავარი გმირის მამის, მუფასას როლს.

კომენტარები