Marvel

კრის ჰემსუორთი: შვილმა მითხრა, სუპერმენობა მინდაო, საბედნიეროდ, კიდევ ორი შვილი მყავს

Be Funky

თორის როლის შემსრულებელმა, კრის ჰემსუორთმა სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ავსტრალიელი მსახიობის უმცროსს ვაჟს სუპერმენის კოსტიუმი აცვია.

"შვილს ასაკის შესაბამისი კითხვა დავუსვი: "ვინ გინდა იყო, როდესაც გაიზრდები?" მან მიპასუხა: "მამა, მინდა სუპერმენი ვიყო". საბედნიეროდ, კიდევ ორი შვილი მყავს". – წერს მსახიობი პოსტის აღწერაში.

ჰემსუორთის ხუმრობას კომენტარებში მარველის სამყაროს სხვა მსახიობები, ჯოშ ბროლინი და რაიან რეინოლდსი სიცილის ემოჯებით გამოეხმაურნენ. 

ჰემსუორთი ავსტრალიელი მსახიობია, რომელმაც სახელი Marvel-ის კომიქსების ეკრანიზაციაში უდიდესი სუპერგმირის, თორის განსახიერებით გაითქვა. სუპერმენი კი მარველის მთავარი კონკურენტი კომიქსების კომპანიის DC-ის მთავარი სუპერგმირია.

კომენტარები