ნამახვანჰესი

ნოდია: ჰესზე მსჯელობა ანგარიშს უნდა ემყარებოდეს და არა "მშობლიური მიწით" მანიპულირებას

ნამა(ო)ხვან-ჰესის აშენება-არაშენებაზე მსჯელობა უნდა ემყარებოდეს ანგარიშს, აწონ-დაწონვას და არა აბსოლუტური კატეგორიებით მანიპულირებას, როგორიცაა „სამართლიანობა“, „მშობლიური მიწა“ და მისთანანი. მარჯვენა სვეტში უნდა დაწერო პლუსები, მარცხენაში - მინუსები და იანგარიშო.

მაგრამ მათთვის, ვისი აზრითაც განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანის ადგილი ციხეშია (ან, თუ განმსჯელი ლიბერალია - რომელიმე წარმოსახვით სამარცხვინო ბოძზე), ასეთი მიდგომა მიუღებელია. ანგარიში და ანგარიშიანობა ზედმეტად მიწიერია და ტეხავს

წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო პროტესტზე.

კომენტარები