ბესო ზანგური

ბესო ზანგური: უკრაინულ სერიალში მიხეილ სააკაშვილის როლს ვასრულებ

ძალადობაში დადანაშაულებული მსახიობი, ბესო ზანგური, Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ უკრაინულ სერიალში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის როლს ასრულებს.

"Znai Nashix - უკრაინული სერიალი. ვთამაშობ მიხეილ სააკაშვილს", - დაწერა მან და ფოტოები გამოაქვეყნა.

13 აპრილს, მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რუსთავი 2-ის ეთერში არაერთგზის ცემაში დაადანაშაულა, მათ შორის, ორსულობისას. მან გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური ერთად 2 წელიწადს ცხოვრობდნენ, მათ ერთი შვილი ჰყავთ. მსახიობის თქმით, ის ყოფილი ქმრისთვის ჩივილს არ აპირებს, რადგან მისი მიზანი არა ზანგურის დასჯა, არამედ სხვა ქალების ძალადობისგან დაცვა და მათთვის მაგალითის მიცემა იყო.

16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნეს. ოფიციალურ ბრძანებას  ხელი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, რობერტ სტურუამ მოაწერა.

კომენტარები