ბესო ზანგური

რობერტ სტურუას ბრძანებით, ბესო ზანგური დროებით ყველა როლიდან მოხსნეს

ბესო ზანგური

ძალადობაში ბრალდებული მსახიობი, ბესო ზანგური, დროებით ყველა როლიდან მოხსნეს - ამის შესახებ 16 აპრილს გამოცემულ ოფიციალურ ბრძანებაში წერია, რომელსაც ხელს თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, რობერტ სტურუა აწერს.

"თეატრის მსახიობი ბესიკ ზანგური მოიხსნას მიმდინარე რეპერტუარის სპექტაკლების ყველა როლიდან (მანამდე, სანამ არ გაირკვევა მისი ბრალეულობა კანონმდებლობის გათვალისწინებული წესით)". - წერია ბრძანებაში.

ზანგურის როლებიდან მოხსნის შესახებ გადაწყვეტილების გასაჯაროებამდე ამ თემაზე ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა და მან მსახიობს მოუწოდა, რომ დღესვე დაეტოვებინა თეატრი. რაც შეეხება რეჟისორ რობერტ სტურუას, წულუკიანის თქმით, მისი გათავისუფლება არ იგეგმება.

მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგური, რუსთავი 2-ის ეთერში არაერთგზის ცემაში დაადანაშაულა, მათ შორის, ორსულობისას. მან გადაცემა ფარულ კონვერტში თქვა, რომ ზანგურს 11 წლის წინ სწორედ ძალადობის გამო დაშორდა.

ნინუცა მაყაშვილი და ბესო ზანგური ერთად 2 წელი ცხოვრობდნენ, მათ ერთი შვილი ჰყავთ. მსახიობის თქმით, ის ყოფილი ქმრისთვის ჩივილს არ აპირებს, რადგან მისი მიზანი, არა ზანგურის დასჯა, არამედ სხვა ქალების ძალადობისგან დაცვა და მათთვის მაგალითის მიცემა იყო.

კომენტარები