საქართველოში კორონავირუსით კიდევ 17 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 598 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 388 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 357 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 4.04%, ბოლო 14 დღის - 3.99%, ბოლო 7 დღის - 4.19%.
ინფიცირების 388 ახალი შემთხვევიდან თბილისში 208 გამოვლინდა, აჭარაში - 50, იმერეთში - 24, ქვემო ქართლში - 19, შიდა ქართლში - 12, გურიაში - 4, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 33, კახეთში - 25, მცხეთა-მთიანეთში - 4, სამცხე-ჯავახეთში - 6, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 340, საიდანაც 4 161 პაციენტი კლინიკებში მკურნალობს, 667 - Covid-სასტუმროებში, ხოლო 8 512 - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 892 პირი, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 პაციენტი.
24 მაისის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 337 961 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 319 956 გამოჯანმრთელდა, 4 639 კი გარდაიცვალა.





