ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის 60-ზე მეტი ქუჩა, რომელსაც 24 მაისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

telasi.ge

24 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. თელასის ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს განხორციელების მიზეზით ელექტროენერგია 60-ზე მეტ ქუჩას შეუწყდება. 

ვაკის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მელიქიშვილის, ნიკოლაძის, ლაპიაშვილის, კოსტავას, ქიაჩელის, ახვლედიანის,  ვაშლოვანის და კობახიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლების, ყაზბგის გამზირის, ზემო ვეძისის დასახლების, საირმის გორის, ლისის, ტირიფების, მუხის, თუთის, ტაშკენტის, მაჭავარიანის, ნუცუბიძის, გურიელის, გამრეკელის, ანჯაფარიძის, ასათიანის, თამარაშვილის, საბურთალოს, კარტოზიას, ანტონოვსკაიას, ცინცაძის, ჭილაძის, მიცკევიჩის, შმიდტის, საირმეს, გოძიაშვილის, ბურძგლას, ფანჯიკიძის, ბუდაპეშტის, კანდელაკის, ონიაშვილის და ბერიტაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ზემო ვეძისის დასახლების, ბერიტაშვილის, აფხაიძის, მთაწმინდელის, ფურცელაძის, ართმელიძის, მეგრელაძის, ბუდაპეშტის, ვაზისუბნის, ლვოვის, ჩიქოვანის, ონიაშვილის, ლომონოსოვის,  კანდელაკის, ცხინვალის, ლევანდოვსკის, ალასანიას, მარუშიძის, ყუშიტაშვილის, ასათიანის, ბახტრიონის, კოსტავას, ფან.-ციციშვილის და მიხეილ ასათიანის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავის ქუჩის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-III მასივის VII კვარტლის (ნაწილობრივ), აეროდრომის დასახლების  IX ქუჩის, შუამთის, ჯავახეთის და კალოუბნის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პაოლო იაშვილის, ინგოროყვას, ლეონიძის, ჭონქაძის, ლერმონტოვის, ნიკო ლორთქიფანიძის და გიგა ლორთქიფანიძის ქუჩების მოსახლეობას.

გეგმური სამუშაოების გამო 13:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  შინდისის მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

გეგმური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის I მიკრორაიონის (ნაწილობრვ) და მარატ ნოზაძის ქუჩის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება". – ნათქვამია თელასის განცხადებაში. 

კომენტარები