კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით 33 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 071 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობაა – 3.57%

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 29 985 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 1 077 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 680 პაციენტი. 

დადებითობის დღიური მაჩვენებელი 3.57%-ია, ბოლო 14 დღის მანძილზე - 4.11%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 4.18%.

1 077 ახალი შემთხვევიდან თბილისში 581 დადასტურდა, აჭარაში - 96, იმერეთში - 84, ქვემო ქართლში - 55, შიდა ქართლში - 42, გურიაში - 16, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 100, კახეთში - 55, მცხეთა-მთიანეთში - 23, სამცხე-ჯავახეთში - 14, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.

22 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 336  840 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 317 069 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 4 602 კი გარდაიცვალა.  

ქვეყანაში კორონავირუსის 15 143 აქტიური შემთხვევაა. 903 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში - 436, აჭარაში - 103, იმერეთში -158. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 229 პირი, მათგან თბილისში - 152, აჭარაში - 10, იმერეთში - 16.

ქვეყანაში 23:00 საათიდან 05:00 საათამდე კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს.

კომენტარები