ვაქცინაცია

Pfizer: საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს წელს 1 მილიარდ დოზა ვაქცინას გავუგზავნით

ფოტო: Dado Ruvic , Reuters

კომპანია Pfizer-ის დირექტორის, ალბერტ ბურლას თქმით, წელს კომპანია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 1 მილიარდ დოზას  გაუგზავნის საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს. ამავე რაოდენობას გაუგზავნის შემდეგ წელსაც.

"Pfizer და BioNTech შემდეგი 18 თვის განმავლობაში აპირებენ, რომ  საშუალო და დაბალშემოსავლიან ქვეყნებს 2 მილიარდი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გადასცენ". - ამბობს ალბერტ ბურლა.

საქართველოში 1 მილიონი დოზა Pfizer-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა შემოვა. ამის შესახებ ტაბულას Pfizer-ის ოფიციალურმა წყარომ დაუდასტურა. კომპანიის თქმით, მოლაპარაკებები მხარეებს შორის დასრულებულია.

ამ ეტაპზე კომპანია არ აზუსტებს საქართველოსთვის ვაქცინის მიწოდების თარიღს. საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ფაიზერის დამატებით ვაქცინებს ზაფხულში, დაახლოებით ივნის-ივლისის თვეში შემოიტანენ.

პირველად, Pfizer-ის 29 500 დოზა საქართველოში 25 მარტს შემოვიდა

კომენტარები