კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: ჩვენ დღეს 100 000 მოსახლეზე უფრო მაღალი ავადობა გვაქვს, ვიდრე ინდოეთს

ხო გვესმის ყველას, რატომ არის კომენდანტის საათი, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობა, ესაა დანიშნულება. მობილობის დაგდება ნიშნავს, რომ მე არ წავიდე გვიან საღამოს მეგობართან [...]

ჩვენ ჯერ კიდევ დღეს მსოფლიოს ოცეულში ვართ 100 000 მოსახლეზე ყველაზე მაღალი ავადობით. დღევანდელი მონაცემებით, ინდოეთზე წინ ვართ 100 000 მოსახლეზე ავადობით. ის, რომ ინდოეთში ასეთი საშინელება ხდება და ვუყურებთ, სამწუხაროდ, ინდოეთის ჯანდაცვის სისტემამ ზოგ ადგილებში ვერ გაუძლო დიდ დატვირთვას. ჩვენ დღეს უფრო მაღალი ავადობა გვაქვს, ვიდრე ინდოეთს 100 000 მოსახლეზე და ეს იმ ფონზე, როცა ჩვენთან შემსუბუქებები უკვე დაიწყო.

ასე რომ, მაინც ფრთხილად უნდა ვიყოთ, მეც ძალიან მინდა, შეზღუდვები რომ მოიხსნას. მაგრამ ძალიან ბევრი ჩვენზეა დამოკიდებული, გაზაფხულდა და სულ უფრო გაჭირდება პირბადის ტარების წესის დაცვა, განსაკუთრებით გარეთ, ალბათ ხედავთ კიდეც. ამიტომ, ეს ორი, რაც დღეს კიდევ დაგვრჩა – პირბადე და 11 საათიდან მობილობის შეზღუდვა, ესაა ის, რომ არ მისცეს ინფექციას ძალიან გაღვივების საშუალება და რამენაირად კიდევ დავწიოთ ახალი შემთხვევების რიცხვი. დიდი იმედი მაქვს, რომ 2-3 კვირაში, თუ კიდევ გარკვეულ სტაბილიზაციას მივაღწევთ, შესაძლებელი იქნება რაღაც რეგულაციების კიდევ შემსუბუქება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე შეზღუდვების შემსუბუქებისა და კომენდანტის საათის მოხსნაზე

კომენტარები