2021 წელს გარდაცვლილები

ფილმ ბეთჰოვენის მსახიობი ჩარლზ გროდინი გარდაიცვალა

NME

86 წლის ასაკში ამერიკელი კომიკოსი ჩარლზ გროდინი სიმსივნით გარდაიცვალა.

გროდინის სამსახიობო კარიერა 50-იან წლებში იწყება. პირველი დასამახსოვრებელი მეორეხარისხოვანი როლი 1970 წელს Catch 22-ში შეასრულა. პოპულარობა ორი წლის შემდეგ გამოსულმა კომედიამ Heartbreak Kid-მა მოუტანა. მონაწილეობდა 70-იანი წლების ისეთ დიდ პროექტებში, როგორებიც არის King Kong, Heaven Can Wait, Real Life. 90-იან წლებში ძირითადად თამაშობდა ოჯახურ კომედიებში, ქართველი მაყურებელი მას ფილმიდან Beethoven იცნობს.

გროდინს ოქროს გლობუსის ნომინაცია, ასევე American Comedy Award-ის ჯილდო აქვს მოპოვებული.

კომენტარები