ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 19 მაისს ელქტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 19 მაისს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ბეთანიის, კოჯორის (ნაწილობრივ), სოფელი დიდების, ქვემო ფონიჭალის (ნაწილობრივ), რუსთავის გზატკეცილის, ბესიკის, ყიფიანის (ნაწილობრივ) და კოტეტიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

ნაძალადევის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქართა ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, პოლიტკოვსკაიას, იოსელიანის (ნაწილობრივ) და ვასილისკოს ქუჩების მოსახლეობას.

10:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თავდადებულის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თვალჭრელიძის ქუჩის მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფიროსმანის, კონსტიტუციის და ჩიტაიას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონი

10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვერეს აღმართის, სანაპიროს (ნაწილობრივ), კოსტავას (ნაწილობრივ), ჯუღელის და საქანელას (ნაწლობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ცხვედაძის, ტაბიძის, აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები