პოლონეთი-რუსეთი

პოლონეთში რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დააკავეს

TASS

პოლონეთის შიდა უშიშროების სააგენტოს თანახმად, მათ რუსეთის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი დააკავეს. 43 წლის კაცს ბრალს სდებენ რუსული სპეცსამსახურებისთვის პოლონელ მოქალაქეებსა და სამხედრო სფეროსთან დაკავშირებული ინფორმაციისა და მასალების მიწოდებაში.

დაკავებულმა ბრალი აღიარა და ის სამი თვით წინასწარ პატიმრობაშია. პოლონეთის შიდა უშიშროების სააგენტოს თანახმად, საქმესთან დაკავშირებული მასალების უმეტესობა გასაიდუმლოებულია.

რუსული სამთავრობო მედიის თანახმად, დაკავებული პოლონეთის მოქალაქე მარცინ კ.-ა.

ბოლო პერიოდში პოლონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები გაუარესდა. გასულ თვეს პოლონეთმა ვარშავიდან სამი დიპლომატი მოსკოვის "მტრული მოქმედებებისთვის" გააძევა.

კომენტარები