კორონავირუსი საქართველოში

გაბუნია: კომენდანტის საათის გადაწევა დღის ხანგრძლივობის გაზრდას უკავშირდება

შემსუბუქების გადაწყვეტილება ეხება ღამით მოძრაობის შეზღუდვის შემსუბუქებას, ზაფხულის პერიოდთან დაკავშირებით და ასევე დღის ხანგრძლივობის გაზრდასთან დაკავშირებით უკვე იყო ძალიან აქტიური და მწვავე მოლოდინი მოსახლეობის მხრიდან და ამდენად, ამ შემთხვევაში, აქტივობა უფრო მეტად მოსალოდნელია გარე სივრცეში, ვიდრე შიდა სივრცეში და გარე სივრცეც, მოგეხსენებათ, ნაკლები რისკის მატარებელია ეპიდემიური კუთხით, ამგვარ გადაწყვეტილებას ჩვენ ზამთრის პერიოდში ვერ მივიღებდით, მსგავსი პიკური მდგომარეობის პირობებში, მაგრამ ზაფხულის პირობებში, როდესაც მეტი არის აქტივობა გარე სივრცეში, ეპიდემიური რისკების ზრდას ეს, რა თქმა უნდა, აბალანსებს

თქვა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ.

კომენტარები