დაპირისპირება დმანისში

დეკანოიძე დმანისზე: იდენტიფიცირებული პირები დაუყოვნებლივ უნდა გადაეცნენ მართლმსაჯულებას

Khatia Dekanoidze / Facebook

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი, ხატია დეკანოიძე დმანისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. დეკანოიძეს თქმით, გუშინ, პირდაპირ ეთერში გასული დმანისის ინციდენტის საჯარო კადრების შემდეგ შსს-ს და ხელისუფლებას არ გამოუხატავს არცერთი პოზიცია.

"ეს არის რეალურად ის ძალზედ მძიმე და შემაშფოთებელი ფაქტი, რომელიც პირდაპირ არის ჯგუფური ძალადობის დაგეგმვა, ადამიანებზე ანგარიშსწორება, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენება, რაც გულისხმობს იმას, რომ იდეტიფიცირებული პირები დაუყონებლივ უნდა გადაეცნენ სისხლის სამართლის მართლმსაჯულებას". – თქვა დეკანოიძე.

დმანისში მოქალაქეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ადგილზე მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალები. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანან მოქალაქეები, რომლებიც შეიარაღებული არიან საყოფაცხოვრებო ნივთებით, თოხებით, ბარებითა და ხელკეტებით. 

კონფლიქტის მიზეზი 16 მაისს ადგილობრივებს შორის მომხდარი დაპირისპირებაა. იმ მაღაზიის მეპატრონის ინფორმაციით, რომლის მაღაზიის სათვალთვალო კამერის კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რამდენიმე ახალგაზრდას ლუდის "ნისიად" მიცემაზე უარი უთხრა. მაღაზიის გამყიდველი ამბობს, რომ ახალგაზრდებმა ჯერ მისი მამამთილი სცემეს, მოგვიანებით კი სხვა ახალგაზრდების ჯგუფთან ერთად ხელკეტებითა და ქვებით დაბრუნდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქეებს მოუწოდებს, დაემორჩილონ პოლიციის, რათა ხელი არ შეეწყოს ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის ხელოვნურად ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაზრდას.

კომენტარები