ფულადი გზავნილები

10 ქვეყანა, საიდანაც აპრილში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა

REUTERS

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 194.1 მლნ აშშ დოლარი (666.9 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 145.4%-ით (115.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2020 წლის აპრილის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 94.9% იმ 18 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აპრილში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 18 ქვეყანაზე გასული წლის აპრილში მთელი ფულადი გზავნილების 93.0% მოდიოდა.

ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში 194 მლნ აშშ დოლარი შემოვიდა, დანარჩენი ქვეყნებიდან კი 81 მლნ აშშ დოლარი.

ყველაზე დიდი რაოდენობით ფულადი გზავნილები საქართველოში შემდეგი ქვეყნებიდან შემოვიდა:

  • რუსეთი - $33.35 მლნ 
  • იტალია - $31.73 მლნ
  • აშშ - $24.88 მლნ
  • საბერძნეთი - $21.75 მლნ
  • ისრაელი - $15.5 მლნ
  • თურქეთი - $9.69 მლნ
  • აზერბაიჯანი - $9.06 მლნ
  • უკრაინა - $8.72 მლნ
  • გერმანია - $8.71 მლნ
  • ესპანეთი - $4.35 მლნ

საქართველოდან საზღვარგარეთ კი 25.8 მლნ აშშ დოლარი (88.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც 2020 წლის აპრილის (10.0 მლნ აშშ დოლარი) ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 157.6%-ით მეტია.

კომენტარები