დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ჯავად ზარიფმა ავსტრიაში ვიზიტი მთავრობის შენობაზე ისრაელის დროშის დაკიდების გამო გააუქმა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯავად ზარიფმა, ავსტრიაში ვიზიტი მას შემდეგ გააუქმა, რაც ავსტრიის მთავრობის შენობაზე სოლიდარობის ნიშნად ისრაელის დროშა დაკიდეს. 

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამ ჟესტით ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ავსტრიის შენობაზე ისრაელის დროში დაკიდების გამო თავისი უკმაყოფილება გამოხატა.

ჯავად ზარიფი მის ავსტრიელ კოლეგას, ალექსანდერ შალენბერგს, უნდა შეხვედროდა. 

შალენბერგის სპიკერის თქმით, ავსტრია ნანობს ირანელი მინისტრის გადაწყვეტილებას. 

"თუმცა, ჩვენთვის დღესავით ნათელია, რომ როდესაც ჰამასი ისრაელში მოქალაქეებს 2 000-ზე მეტი რაკეტით თავს ესხმის, ჩვენ არ გავჩუმდებით". - თქვა მან. 

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კი ირწმუნება, რომ ზარიფმა არსებულ ვითარებაში მისი ვიზიტი სასარგებლოდ არ ჩათვალა.

14 მაისს ავსტრიის ავსტრიის ფედერალურ კანცელარიის შენობაზე ისრაელის დროშის დაკიდება ქვეყნის ისრაელის მხარდამჭერმა კანცლერმა, სებასტიან კურცმა, ისრაელის სოლიდარობის ნიშნად მოითხოვა.

ავსტრიაში ირანელმა დიპლომატმა, აბას არაქჩიმ, ეს ნაბიჯი დაგმო და პალესტინას მხარდაჭერა გამოუცხადა. 

10 მაისიდან მოყოლებული, ღაზის სექტორიდან 2 500-ზე მეტი რაკეტა ისროლეს ისრაელის მიმართულებით. ღაზის სექტორში, სულ მცირე, 148 ადამიანი დაიღუპა და ასობით ადამიანი დაშავდა, პალესტინური მხარის ცნობით დაღუპულთა შორის 41 ბავშვია. ისრაელის ცნობით, დაღუპულია 10 ადამიანი, მათ შორის - 2 ბავშვი. ჰამასის და ისლამისტური ჯიჰადის ტერორისტული დაჯგუფებები ამბობენ, რომ მოკლულია მათი 20 წარმომადგენელი, თუმცა ისრაელის მხარე ამბობს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მაღალია.

დაძაბულობა მოჰყვა იერუსალიმში, ალ-აკსას მეჩეთთან პალესტინელებისა და ისრაელის პოლიციის დაპირისპირებას. გასულ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იერუსალიმის შაიხ ჯარის რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლების შესახებ, რასაც ამ უკანასკნელთა პროტესტი მოჰყვა. ასევე, 10 მაისს ისრაელი იერუსალიმის დღეს აღნიშნავს, დღეს, როდესაც 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომში ქალაქის რამდენიმე მონაკვეთი აიღეს.

ღაზის სექტორი პალესტინელთა ანკლავია, რომელსაც ტერორისტული დაჯგუფება ჰამასი მართავს.

კომენტარები