კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: მიუხედავად ბევრი საუბრისა, მაინც არის დიდი სუფრები და თავშეყრები

როდესაც იზრდება ახალი შემთხვევების რიცხვი, გარდაცვალების მაჩვენებლის მატება დაახლოებით ორკვირიანი ჩანაცვლებით აგვიანებს. სამწუხაროდ, მოსალოდნელია, რომ ამ რაოდენობის ფარგლებში შეიძლება, შენარჩუნდეს გარდაცვალება. ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიცვათ რეკომენდაციები. მესმის, რთულია, ცხელა და ადამიანებს უჭირთ პირბადის ტარება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის. პირბადე, აცრები და თავის შეკავება დიდი თავშეყრებისგან. მიუხედავად ბევრი საუბრისა, ეს დიდი თავშეყრები მაინც არის, მაინც არის დიდი სუფრები, დიდი თავყრილობები და შესაბამისად, გავრცელებაა ინფექციის. მესმის, რთულია, მოსახლეობას უჭირს, მაგრამ მეორე პინაზე დევს ადამიანთა სიცოცხლე

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე, პირველი არხის ეთერში. 

კომენტარები