ჩინეთი

ჩინეთმა როვერი ჭუჟონგი მარსზე წარმატებით დასვა

ჩინური როვერი – ჭუჟონგი – მარსზე წარმატებით დაეშვა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინური სამთავრობო მედია ავრცელებს.

როგორ ცნობილია, 6-ბორბლიანი ჭუჟონგი პლანეტის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში დაეშვა. კოსმოსურმა აპარატმა მარსზე დასაშვებად დამცავი კაფსულა, პარაშუტი და სარაკეტო პლატფორმა გამოიყენა, როგორც ჩანს, წარმატებით. 

ამ მომენტამდე, მარსზე კოსმოსური ხომალდების წარმატებით განთავსება მხოლოდ შეერთებულ შტატებს გამოსდიოდა, ამიტომ ეს მოვლენა ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა. 

ოპერაციაზე მომუშავე გუნდს ჩინეთის ლიდერმა, სი ძინფინგმა მიულოცა:

"თქვენ ამ გამოწვევის გადასალახად სიმამაცე გამოავლინეთ, უნაკლოდ შეასრულეთ და ჩვენი ქვეყანა საპლანეტათშორისო აღმოჩენების სფეროში მოწინავე ადგილას დააყენეთ" – თქვა ძინფინგმა. 

პეკინის დროით, როვერი მარსზე შაბათს, 07:18 საათზე განთავსდა. ჭუჟონგი, რომელიც ჩინურ მითოლოგიაში ცეცხლის ღმერთია, ტიანვენის ორბიტიდან გაუშვეს. 

კომენტარები