საქართველოს ეროვნული ბანკი

სებ-ი ფინანსურ ბაზრებზე კონკურენციის პოლიტიკის მომწესრიგებლის როლს შეითავსებს

reginfo.ge

"კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონსა და "ეროვნული ბანკის შესახებ" ორგანულ კანონში 2020 წელს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ეროვნულ ბანკს, სხვა მარეგულირებელი ორგანოების მსგავსად, 2021 წლის 1 ივნისამდე რეგულირებას დაქვემდებარებული სუბიექტებისათვის კონკურენციის პოლიტიკის მომწესრიგებელი კანონქვემდებარე აქტების შემუშავების ვალდებულება განესაზღვრა. ინფორმაციას სებ-ის ვებგვერდზე ვკითხულობთ.

მარეგულირებლის განცხადებით, ცვლილების მიზანია ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებად სფეროში კონკურენციის პოლიტიკის ეფექტianiი განხორციელება, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასება და შენარჩუნება. აღნიშნული კანონქვემდებარე აქტით დადგინდება როგორც ბაზრის ანალიზის მეთოდური მითითებები, შეფასების კრიტერიუმები და პარამეტრები, ასევე კონცენტრაციის (შერწყმის) თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის შესაბამისი კრიტერიუმები და პროცედურები. წესი "კონკურენციის შესახებ" საქართველოს კანონს, კონკურენციის სააგენტოს მეორად კანონმდებლობასა და ამ მიმართულებით არსებულ მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკებს, მათ შორის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) სტანდარტებს დაეფუძნა.

კონკურენციასთან დაკავშირებული წესების მომზადების პროცესში ეროვნულ ბანკს ექსპერტულ დახმარებას მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები უწევენ. მსოფლიო ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, ასევე, კონკურენციის განხორციელებისა და ხელშეწყობის პოლიტიკის მიმართულებით შემდგომი ფაზის სამუშაოებიც არის დაგეგმილი.

კომენტარები