ლიტვა

ლანდსბერგისი: ლიტვა საქართველოს ვაქცინის 15 000 დოზას გამოუყოფს

გაბრიელიუს ლანდსბერგისი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, წერს, რომ ლიტვა საქართველოს 15 000 ვაქცინას გამოუყოფს. 

"ლიტვის მთავრობამ ახლახან დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის 200 000 ვაქცინა. 100 000 ვაქცინა უკრაინას, 15 000 ვაქცინა საქართველოს, 11 000 ვაქცინა მოლდოვას. ლიტვის რესპუბლიკისგან პატარა ნაბიჯია, იმედი მაქვს, რომ ევროპაში ჩვენი პარტნიორები სოლიდარობას შემოუერთდებიან". - წერს ლანდსბერგისი.

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, ლიტვის მთავრობა აღნიშნულ ქვეყნებს ვაქცინებს სექტემბრამდე გამოუყოფს.

"თუ სიტუაცია უფლებას მოგვცემს ჩვენ ამ გადაწყვეტილებას გადავხედავთ. ჩვენ პარტნიორებს სჭირდებათ ვაქცინები. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ლიტვის მაგალითს გაჰყვებიან".

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით ლიტვა წვლილს შეიტანს Team Europe-ის პაკეტში, რომლის მიზანია პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერა კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ბრძოლა.

ლიტვის პრემიერმინისტრი, ინგრიდა შიმონიტე, წერს, რომ აღნიშნულ სამ ქვეყანას Vaxzevria-ს, იგივე AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინებს გადასცემენ:

"ლიტვის მთავრობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს 2021 წლის ოქტომბრამდე კორონავირუსის 200 000 ვაქცინას აჩუქებს. მოთხოვნისა და მოსახლეობის მიხედვით, სულ მცირე 100 000 Vaxzevria-ს ვაქცინა გადაეცემა უკრაინას, 15 000 - საქართველოს და 11 000 - მოლდოვას".

კომენტარები