დაძაბულობა ისრაელსა და ღაზის სექტორს შორის

ისრაელის იერიში ღაზის სექტორზე [VIDEO]

დაჯგუფება ჰამასის თქმით, ბოლო რამდენიმე წუთში ისრაელმა ღაზის სექტორში 150-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანა. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის საჰაერო და სახმელეთო ძალები ღაზას უტევენ. ინფორმაციას ისრაელის მედია ავრცელებს

ისრაელის თავდაცვის ძალებს დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გაუზიარებია. 

როგორც გაირკვა, ისრაელის თავდაცვის ძალების Twitter-ზე გამოქვეყნებულმა სიტყვებმა უცხოური მედიები შეცდომაში შეიყვანა. ღაზის სექტორში სახმელეთო შეჭრა არ დაწყებულა. ისრაელის თავდაცვის ძალები გულისხმობდნენ, რომ სახმელეთო დანაყოფები ოპერაციებში სასაზღვრო ხაზიდან არიან ჩართული.

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორიდან 4 კილომეტრის დაშორებით მცხოვრებ ისრაელის მოქალაქეებს თავშესაფარ ბუნკერებში შესვლას უბრძანებს.

დღეს, 13 მაისს, ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალურ შტაბს ღაზაში შესაძლო სახმელეთო შეჭრის გეგმას დასამტკიცებლად წარუდგინეს. ამ გეგმაზე ისრაელის ღაზის დივიზია და სამხრეთის სამხედრო ოლქი მუშაობენ. 

 

კომენტარები