Galt&Taggart-ის საქართველოს ეკონომიკის მიმოხილვის თანახმად, 2021 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტები წლიურად 140.4%-ით გაიზარდა და 82.5 ათასი ვიზიტორი შეადგინა. კვლევის თანახმად, ზრდა დაკავშირებულია ტურისტების რაოდენობის ზრდასთან გასული წლის დაბალ მაჩვენებელთან შედარებით.
მიმოხილვაში წერია, რომ 2021 წლის პირველ 4 თვეში ქვეყანაში 192.4 ათასი ტურისტული ვიზიტი იყო, რაც 75.7%-ით ნაკლებია წლიურ ჭრილში, ხოლო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა $98.3 მლნ შეადგინა, 77.5%-ით ნაკლები წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.
"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2021 წლის აპრილში საერთაშორისო ვიზიტები (ტურისტები და ერთდღიანი ვიზიტორები) წლიურად, მნიშვნელოვნად, 140.4%-ით გაიზარდა და 82.5 ათასი ვიზიტორი შეადგინა. ეს ზრდა იხსნება ტურისტების რაოდენობის ზრდით (+182.2% წ/წ) გასული წლის დაბალი ბაზიდან. ჯამურად, 2021 წლის პირველ 4 თვეში ქვეყანაში 212.7 ათასი (-81.6% წ/წ) საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, საიდანაც ტურისტულმა ვიზიტებმა 192.4 ათასი (-75.7% წ/წ) შეადგინა. ამავე პერიოდში, ჩვენი შეფასებით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 98.3 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა (-77.5% წ/წ)". – წერია კვლევაში.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



