რამზან კადიროვი

კადიროვი ისრაელისგან "აღმოსავლეთ იერუსალიმში განუკითხაობისთვის" ბოდიშის მოხდას ითხოვს

რამზან კადიროვი
TASS

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადრიოვმა ისრაელი იერუსალიმში ალ-აქსას მეჩეთთან პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირების გამო გააკრიტიკა.

თავის Telegram-არხში მან ისრაელისგან "განუკითხაობისთვის" და პროვოკაციისთვის ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

"შექმნილ სიტუაციაში ყველაზე კარგი იქნება, თუ ისრაელის ხელისუფლება გონს მოეგება, სრულიად გააცნობიერებს, რომ მომხდარში დამნაშავე ისაა და მომხდარის გამო ბოდიშს მოითხოვს. დაარეგულირეთ კონფლიქტი ან შედეგების მასშტაბი სატირალი იქნება". – წერს კადიროვი.

კადიროვმა დასავლეთიც გააკრიტიკა უმოქმედობის გამო.

"განუკითხაობა აღმოსავლეთ იერუსალიმში დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს. ასე თუ ისე ეს გაჩერდება. ეჭვი არ მეპარება. მნიშვნელოვანია, რომ ყველას ესმოდეს. თავად მუსლიმები მუდმივად არ დაიწყებენ მოთმინებით ლოდინს, როდის შეწყდება ეს დაუსრულებელი, ცინიკური თავდასხმები მეჩეთზე და მორწმუნეების რეპრესიები. გაითვალისწინეთ, რომ ალ-აქსა ისლამის ყველა მიმდევრისთვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი სიწმინდიდან ერთ-ერთია.

ჩემი სიტყვები როგორც გინდათ, ისე შეიძლება გადათამაშდეს, მაგრამ ჩვენ, მუსლიმები არავის მივცემთ საშუალებას, ჩვენს სიწმინდეებზე იხუმროს. თუ საჭირო იქნება, სიცოცხლეს არ დავიშურებთ ალ-აკსას შენარჩუნებისთვის და ჩვენი რწმენისთვის". – წერს კადიროვი.

იერუსალიმის აღმოსავლეთ ნაწილში, ალ-აქსას მეჩეთის რაიონში პოლიციასა და პალესტინელებს შორის დაპირისპირება პარასკევს, 7 მაისს დაიწყო. დაპირისპირების შედეგად ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის პოლიციელებიც.

აშშ-მ, ევროკავშირმა, რუსეთმა და გაერო-მ დაძაბულობის გაზრდასთან და ძალადობასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოხატეს.

მხარეებს შორის დაძაბულობის გამწვავება გამოიწვია აღმოსავლეთ იერუსალიმში, შაიხ ჯარას რაიონიდან პალესტინელთა შესაძლო გასახლებამ.

გაერო ისრაელს მოუწოდებს, მოსახლეობის გასახლებისგან თავი შეიკავოს და დემონსტრანტების წინააღმდეგ მაქსიმალური თავშეკავება გამოიჩინოს. არაბული ქვეყნების ლიგამ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა ჩაერიოს მიმდინარე მოვლენებში და შეაჩეროს მოსახლეობის გასახლება. ისრაელის უზენაესი სასამართლოში საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ორშაბათს გაიმართება.

კომენტარები