მილიარდერი ილონ მასკი კრიპტოვალუტის მხარდაჭერას განაგრძობს, ამჯერად ის Dogecoin-ის კოსმოსში გაგზავნას გეგმავს.
ამბიციური გეგმის განსახორციელებლად მასკი SpaceX-ის Falcon 9 ტიპის რაკეტას გამოიყენებს, მის ბორტზე კი 40-კილოგრამიანი სატელიტი იქნება განთავსებული, სახელწოდებით – DOGE-1.
რაკეტის გაშვება 2022 წლის პირველ კვარტალში იგეგმება, სატელიტი DOGE-1-ის მისია კი კოსმოსიდან კამერებისა და სხვადასხვა საზომი ხელსაწყოების საშუალებით ინფორმაციის შეგროვება იქნება. სავარაუდოდ, სატელიტში ჩატვირთული იქნება ციფრული საფულე, რომელიც კრიპტოვალუტას შეინახავს.
გარდა კოსმოსური მისიისა, SpaceX-მა Dogecoin-ი გადახდის ახალ საშუალებად დაამატა.
მასკის თქმით, Dogecoin-ი მსოფლიოში პირველი კრიპტოვალუტა და მიმი იქნება, რომელიც კოსმოსში გაეშვება.
შეგახსენებთ, რომ Dogecoin-ი ხუმრობის სახით შეიქმნა და, ბიტკოინისა თუ ეთერიუმისგან განსხვავებით, მის მიღმა არავითარი ტექნოლოგიურიდა ფუნდამენტური ღირებულება არ დგას. მიუხედავად ამისა, ე.წ. მიმკოინს საჯაროდ მხარს უჭერენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: მასკი, სნუპ დოგი და მარკ კუბანი.
თავად მასკს კი არაერთხელ უთქვამს, რომ Dogecoin-ი მხოლოდ ხუმრობაა და მისი ტვიტები თუ მოწოდებები სერიოზულად არ უნდა აღიქვან.
გარდა ამისა, უცნობია ის ფაქტიც, ფლობს თუ არა Dogecoin-ს თავად ილონ მასკი. თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ მის და კომპანია Tesla-ს საინვესტიციო პორტფელში 2 მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების ბიტკოინი ინახება.

![კობახიძე: რაღაც მომენტში [EU-ში] ვიღაცამ უნდა დაინახოს, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2025/03/image_2025-03-04_174301289.png.jpg?itok=rDYMsiDc)



