2021 წელს გარდაცვლილები

74 წლის ასაკში, რეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა

1TV

74 წლის ასაკში ქართველი კინორეჟისორი ბუბა ხოტივარი გარდაიცვალა.

ბუბა ხოტივარს დამთავრებული აქვს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი; მოსკოვის კინემატოგრაფიის საკავშირო ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი.

გადაღებული აქვს ფილმები ლაზარეს თავგადასავალი, ჩირიკი და ჩიკოტელა, ლეხაიმ!, მარკოზის სახარება, ისლამი საქართველოში.

1986-1991 წლებში ხელმძღვანელობდა ქართული ფილმის ახალგაზრდულ შემოქმედებით გაერთიანებას ადამი და ევა. 1988-1992წწ. იყო ქართულ-ინგლისური კომპანიის, მთვარის გლობუსის გამგეობის წევრი და დირექტორი. 2004-2006 წლებში ხელმძღვანელობდა კინოსტუდია მემატიანეს.

კომენტარები