ვაქცინაცია საქართველოში

გაბუნია: აცრილებისთვის შეღავათები ივლისიდან, ფართომასშტაბიანი ვაქცინაციის შემდეგ დაიწყება

გარკვეული სტიმულების დაწესება და შემოღება სრულად ვაქცინირებული პირებისთვის განიხილება, ეს შეიძლება იყოს შეზღუდვებისგან გათავისუფლება, გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული პაკეტი ამისი მზადდება და ნაადრევია ჯერ საუბარი.

ასევე არის საუბარი ბიზნესის წახალისებაზე, რომ შეიქმნას ეპიდემიურად უსაფრთხო გარემო. მთავარი აქცენტია, მომხმარებელმა იცოდეს, რომ კონკრეტული სასტუმრო ან კონკრეტული რესტორანი არის დაკომპლექტებული ვაქცინირებული პირებით, არის უსაფრთხო გარემო და მიენიჭოს ეპიდემიურად უსაფრთხო სერტიფიკატი ან რაიმე თვალსაჩინო ნიშანი.

ჯერ ცოტა ადრეა, რადგან ჩვენ მეტად ფართო მოცვა გვჭირდება ვაქცინაციის, უნდა გვქონდეს ფართო მოცვა, რათა ყველას ჰქონდეს არჩევანი, რომ მარტივად ჩაიტაროს ვაქცინაცია, ალბათ, ესეც უფრო ივლისის თვისკენ, როდესაც გადავალთ მეტად აქტიურ ფართო მოცვაზე მოსახლეობის, რათა გათანაბრდეს და ვინმეს არ ჰქონდეს განცდა, რომ მისი მიზეზით კი არა, რაღაცა სხვა, გარეშე მიზეზებით ვერ ჩაიტარა ვაქცინაცია და ამდენად, გარკვეულწილად დისკიმინირებული შეიძლება აღმოჩნდეს იმის გამო, რომ ვერ აიცრა.

ასე რომ, როცა დაიწყება ფართომასშტაბიანი ვაქცინაცია, მაშინ უფრო აქტიურად ვისაუბრებთ სტიმულებზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია.

კომენტარები