COVID-19-ის ვაქცინები

REUTERS: NOVAVAX-ი ევროკავშირისთვის ვაქცინების მიწოდებას 2021 წლის ბოლოსთვის დაიწყებს

Getty Images

ფარმაცევტული კომპანია Novavax- გეგმავს, ევროკავშირისთვის Covid-19-ის ვაქცინის მიწოდება 2021 წლის ბოლოსთვის დაიწყოს. ოფიციალურ კონტრაქტს ხელი შესაძლოა ამ კვირაში მოეწეროს. ინფორმაციას კონფიდენციალურ წყაროზე, ევროკავშირის წარმომადგენელზე დაყრდნობით, გამოცემა Reuters-ი ავრცელებს.

კონტრაქტის ფარგლებში Novavax-ის ევროკავშირის ვაქცინის 200 მილიონამდე დოზას მიაწოდებს, რაც ევროკავშირს ვაქცინაციის პროგრამას შეუწყობს ხელს და პოტენციურად დაეხმარება, ვირუსის ახალ ვარიანტებს გაუმკლავდეს. 200 მილიონი დოზიდან ნახევარი ნებაყოფლობითია და ევროკავშირს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში უფრო დაუკეთოს ამ დოზების მიღება.

წინასწარ შეთანხმებას კომპანიამ და ევროკავშირმა დეკემბერში მიაღწიეს. Reuters-ის თანახმად, Novavax-ს ვაქცინის წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების მოძიებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნა, რამაც ევროკავშირთან საბოლოო შეთანხმების გაფორმება შეაფერხა.

Reuters-ის ანონიმური წაყროს თანახმად, Novavax-ს წარმოებასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები აქვს, თუმცა ახლა კომპანიას "მიწოდების განრიგი" აქვს. წყაროს მიხედვით, შეხვედრებზე კომპანიამ განაცხადა, რომ ვაქცინის მიწოდებას წლის ბოლოსთვის დაიწყებდა და დოზების უმეტესი ნაწილს ევროკავშირი 2022 წელს მიიღებს.

Novavax-ის თანახმად, ევროკავშირთან მოლაპარაკებები გრძელდება. კომპანიას მიწოდების განრიგზე, წარმოების პრობლემებსა და კონტრაქტთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

ევროკავშირის მარეგულირებელ ორგანოს (EMA) Novavax-ის ვაქცინა ჯერ გამოყენებისთვის არ დაუმტკიცებია.

ევროკომისია ამბობს, რომ ამჟამად ვაქცინის საკმარისი რაოდენობა აქვს, რომ ივლისის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 70% აცრას. ჯანმო-ს თანახმად, ვირუსის გადაცემის შეჩერებისთვის საჭიროა, მოსახლეობის 70%-ის აცრა მაინც. ახლა ევროკავშირი ვაქცინების დამატებით დოზების შესყიდვა მუშაობს, რათა მომავალში კორონავირუსის ვარიანტებსა გაუმკლავდეს და ვირუსის გავრცელება აკონტროლოს. ამ სტრატეგიის ფარგლებში, გაერთიანება Pfizer-BioNTech-ს 1.8 მილიარდ დოზაზე შეუთანხმდა, რომელიც ევროკავშირმა 2022-2023 წლებში უნდა მიიღოს.

კომენტარები