გაბრიელიუს ლანდსბერგისის ვიზიტი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა.

"მოვინახულეთადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი ოძისის რაიონში. რუსეთის მხრიდან მუდმივი უკანონო ბორდერიზაციისა და მძიმე სამხედრო ინვესტირების მოწმენი გავხდით. მხარდაჭერას ვუცხადებთ EUMM-ს მუშაობას. რუსეთს მოვუწოდებთ, შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრა". - ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო ლანდბერგისის სიტყვების ციტირებას ახდენს.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში 27 აპრილს, ჩამოვიდა. საქართველოში მისი ვიზიტი 29 აპრილს დასრულდება და შემდეგ ის აზერბაიჯანში გაემგზავრება. 

ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პრეზიდენტს. ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ოფიციალური ვიზიტის პირველი დღე ოპოზიციასთან შეხვედრით დაასრულა.

კომენტარები