გაბრიელიუს ლანდსბერგისის ვიზიტი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა

გაბრიელიუს ლანდსბერგისი და სალომე ზურაბიშვილი
Lithuania MFA/Twitter

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა.

"პრეზიდენტ ზურაბიშვილთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო კავკასიის რეგიონის უსაფრთხოებაზე, რუსული აგრესიის კომპენსაციაზე ძლიერი პარტნიორების მხარდაჭერით და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი შეთანხმების განხორციელებით, რათა საშინაო პოლიტიკური სიტუაცია სტაბილური გახდეს. ლიტვა-საქართველოს დიალოგი მაღალ დონეზე გრძელდება". – წერს ლანდსბერგისი.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსაც შეხვდა.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი საქართველოში გუშინ, 27 აპრილს, ჩამოვიდა. საქართველოში მისი ვიზიტი 29 აპრილს დასრულდება რის შემდეგაც ის აზერბაიჯანში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პარლამენტის სპიკერსა და საქართველოს პრეზიდენტს. დაგეგმილია შეხვედრები ოპოზიციური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.

 

 

 

კომენტარები